პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გელაძის მოადგილედ გადაყვანა, მის დასამცირებლად და ივანიშვილის სიამოვნებისთვის გაკეთდა - თარგამაძე

გივი თარგამაძის განცხადებით, გეკა გელაძის მოადგილედ გადაყვანა მისი დამცირებისთვის და ივანიშვილის ასიამოვნებლად მოხდა. მისი მტკიცებით, გელაძე მამუკა მდინარაძემ „გაშარა“, ახალ სამსახურში კი ვანო ჩხარტიშვილის დაცვის უფროსი მამის გავლენით გადაიყვანეს.

გელაძის მოადგილედ გადაყვანა, მის დასამცირებლად და ივანიშვილის სიამოვნებისთვის გაკეთდა - თარგამაძე
TV პირველი

გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ გეკა გელაძე სწორედ მამუკა მდინარაძემ “გაშარა“ და ამის გამო მოუწია მინისტრობიდან წასვლა.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის, რომ გელაძე ბოლო 1 თვე მოადგილედ გადაიყვანეს, მისი ბოლომდე დამცირებისთვის გამოიყენეს და ამით ივანიშვილს ასიამოვნეს.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ მისი ახალ სამსახურში გადაყვანა, სადაც კარგი ხელფასი და მძღოლის მომსახურება გარანტირებულია, მამამისის გავლენებით მოხდა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის დაცვის უფროსია.

გელაძეზე როგორ განსაზღვრა იმ მთავარმა გლუვმა, რომ 1 თვეში უნდა იყოს ამ სტატუსშიო, მოადგილის, რომ დამცირდეს ბოლომდე, იმასაც მიეღო სიამოვნება, რომ ბოლომდე დაამცირა, მერე შეუძლია დაწეროს განცხადებაო. ზუსტად ერთი თვე გავიდა, დაწერა განცხადება, მშვენიერ ადგილზე გადაიყვანეს სხვათაშორის, კაი ხელფასი, მძღოლი, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი ექნება, ოღონდ სანამ მაქამდე მივიდა, დაამცირეს, აწვალეს ბოლომდე, თავი ჩააქინდრინეს და მერე მაინც ისეთი მისცეს, რომ... იმიტომ რომ მდინარაძემ გაშარა ეს კაცი, იმდენი იძახა, ჩემი ძმაკაცი, ჩემი ძმაკაცი, არ იყო ასეთი ძმაკაცი, მაგრამ მოყვა მაინც ასეთი ლაპარაკების გამო, თორე იმას სხვა ბმაც აქვს, მამამისი ვანო ჩხარტიშვილის დაცვის უფროსია, ამიტომ ასე არ გადააგდეს, ნორმალური რაღაც მისცეს, მაგრამ მაინც დაანახეს ის ყველაფერი, იქითა მხრიდან დაცვა მიუყენეს, აკონტროლეს ვის ხვდება, როგორ ხვდება, მხოლოდ მას შემდეგ კი, რაც დარწმუნდნენ, რომ ჭკვიანადაა მისცეს ეს თბილი ადგილი. მისგან განსხვავებით განსხვავებით მდინარაძეს თბილი ადგილი არ ემუქრება - განაცხადა თარგამაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თაზო დათუნაშვილი გელა გელაძეზე - ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის - ეს ნათლად წარმოაჩენს ავტოკრატიულ ხასიათს, რომელსაც ძალაუფლების ლოგიკა ატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები