პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ სიაზე: „ეს ერთ-ერთი რიგითი ტყუილია. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვაბრალეს პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით ქართველების მოწამვლა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული“

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა „რიგითი ტყუილია“ და ოპოზიციის წახალისების მცდელობას წარმოადგენს.

ლევან მაჭავარიანი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ სიაზე: „ეს ერთ-ერთი რიგითი ტყუილია. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვაბრალეს პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით ქართველების მოწამვლა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული“
POSTV

„ეს ერთ-ერთი რიგითი ტყუილია. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვაბრალეს პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით ქართველების მოწამვლა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებული სია, რომელშიც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია შეყვანილი.

„იმდენ შეცდომას უშვებენ და ისეთ ტყუილებში არიან უკვე გადასულები, რომ ეს მათთვისვე კონტრპროდუქტიულია. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ გვერდში გვიდგას და სწორედ მათი დამსახურებითა და მათი გვერდში დგომით ვიგებთ არჩევნებს. მეათე არჩევნები იყო ახლა, რომ მოვიგეთ – მართლაც გამანადგურებელი ანგარიშით. რაც უფრო იმატებს ამ აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ასეთი ტიპის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ქართველ ხალხზე, მით უფრო მაგრად გვიდგას გვერდში ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან ქართველები უსამართლობას არასდროს ეგუებოდნენ და არც ახლა შევეგუებით. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ და რაც უფრო მეტ სისულელეს დაგვაბრალებენ, მით უფრო მეტად ერთიანდება ჩვენი საზოგადოება.

შეგახსენებთ იმასაც – მიხეილ სააკაშვილი რომ „კვდებოდა“, ხომ გახსოვთ? 87 დაავადება „დაამარცხა“ საბოლოო ჯამში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ე ელჩმა მოგვიწყო მაშინ დემარში, რომ სააკაშვილი თითქოს კვდებოდა და აუცილებლად უნდა გადაგვეყვანა საზღვარგარეთ. ეს ხომ ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასა და ქართველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულანტობდა. ქართული გამჭვირვალობის კანონს „რუსული“ რომ დაარქვეს, სასაცილოდ რომ არავის ჰყოფნის უკვე, ესეც ხომ ევრობიუროკრატების წახალისებული იყო?! ევრობიუროკრატების წახალისებული და მხარდაჭერილიც ხომ იყო 4 ოქტომბრის პროცესები – სამარცხვინოდ და თავხედურად პრესსპიკერმა სოლიდარობა რომ აღუქვა 4 ოქტომბრის რევოლუციის გეგმას, თან ამ ყველაფერს მშვიდობიანს რომ უწოდებენ. ესეც ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ?! ის, რომ პიროტექნიკას ესროდნენ დამიზნებით პოლიციას, პარლამენტის შენობას წვავდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ (ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა აქციებზე, გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი) – ამ ყველაფერს რომ მშვიდობიან აქციებს უწოდებდნენ ევრობიუროკრატები, ამასაც ხომ სწორად აფასებს საზოგადოება?! ყველა რეზოლუციაში რომ გვიწერენ, თითქოს სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ, და ბოლო რეზოლუციაში ისიც ჩაგვიწერეს, რომ თურმე 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე დაკავებული ადამიანებიც პოლიტიკური დევნილები ყოფილან, მაშინ, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, რომ ნახევარზე მეტმა აღიარა თავისი ბრალი და პირდაპირ თქვეს: „ვინანიებთ, ეს იყო საშინელი დანაშაულიო“.

ომი იყო ახალი დაწყებული, როდესაც დეფაქტო სანქციები დაუწესეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და წვდომა შეუჩერეს თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე. ჩვენმა საზოგადოებამ ესეც ხომ იხილა და ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაახევინეს და ვერც დაახევინებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ვერც სანქციებით, ვერც შანტაჟით და ვერც ვერანაირი წნეხითა და ზეწოლით. და როდესაც ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ თითქოს საქართველო არის კატასტროფულ სიტუაციაში მედიაპლურალიზმის კუთხით, ამასაც ხომ სწორად აფასებს ჩვენი საზოგადოება? – ყველა ხედავს, რომ ოპოზიციური მედიასაშუალებები რასაც უნდათ, იმას ამბობენ (თუმცა ისევ თავიანთ მომხრეებს თუ ატყუებენ). ამდენი ინტერნეტგამოცემაა, ამდენი ონლაინმედია – არ წარმომიდგენია, რამდენი ქვეყანა შეიძლება გავიხსენოთ, სადაც ასეთი მედიაპლურალიზმია. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს არის მცდელობა, გაფართხალება, რათა ჟანგბადი მისცენ რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ერთ-ერთი რიგითი ტყუილია. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვაბრალეს პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით ქართველების მოწამვლა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული“
ლევან მაჭავარიანი
„იმდენ შეცდომას უშვებენ და ისეთ ტყუილებში არიან უკვე გადასულები, რომ ეს მათთვისვე კონტრპროდუქტიულია. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ გვერდში გვიდგას და სწორედ მათი დამსახურებითა და მათი გვერდში დგომით ვიგებთ არჩევნებს. მეათე არჩევნები იყო ახლა, რომ მოვიგეთ – მართლაც გამანადგურებელი ანგარიშით. რაც უფრო იმატებს ამ აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ასეთი ტიპის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ქართველ ხალხზე, მით უფრო მაგრად გვიდგას გვერდში ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან ქართველები უსამართლობას არასდროს ეგუებოდნენ და არც ახლა შევეგუებით. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ და რაც უფრო მეტ სისულელეს დაგვაბრალებენ, მით უფრო მეტად ერთიანდება ჩვენი საზოგადოება. შეგახსენებთ იმასაც – მიხეილ სააკაშვილი რომ „კვდებოდა“, ხომ გახსოვთ? 87 დაავადება „დაამარცხა“ საბოლოო ჯამში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ე ელჩმა მოგვიწყო მაშინ დემარში, რომ სააკაშვილი თითქოს კვდებოდა და აუცილებლად უნდა გადაგვეყვანა საზღვარგარეთ. ეს ხომ ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასა და ქართველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულანტობდა. ქართული გამჭვირვალობის კანონს „რუსული“ რომ დაარქვეს, სასაცილოდ რომ არავის ჰყოფნის უკვე, ესეც ხომ ევრობიუროკრატების წახალისებული იყო?! ევრობიუროკრატების წახალისებული და მხარდაჭერილიც ხომ იყო 4 ოქტომბრის პროცესები – სამარცხვინოდ და თავხედურად პრესსპიკერმა სოლიდარობა რომ აღუქვა 4 ოქტომბრის რევოლუციის გეგმას, თან ამ ყველაფერს მშვიდობიანს რომ უწოდებენ. ესეც ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ?! ის, რომ პიროტექნიკას ესროდნენ დამიზნებით პოლიციას, პარლამენტის შენობას წვავდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ (ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა აქციებზე, გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი) – ამ ყველაფერს რომ მშვიდობიან აქციებს უწოდებდნენ ევრობიუროკრატები, ამასაც ხომ სწორად აფასებს საზოგადოება?! ყველა რეზოლუციაში რომ გვიწერენ, თითქოს სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ, და ბოლო რეზოლუციაში ისიც ჩაგვიწერეს, რომ თურმე 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე დაკავებული ადამიანებიც პოლიტიკური დევნილები ყოფილან, მაშინ, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, რომ ნახევარზე მეტმა აღიარა თავისი ბრალი და პირდაპირ თქვეს: „ვინანიებთ, ეს იყო საშინელი დანაშაულიო“. ომი იყო ახალი დაწყებული, როდესაც დეფაქტო სანქციები დაუწესეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და წვდომა შეუჩერეს თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე. ჩვენმა საზოგადოებამ ესეც ხომ იხილა და ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაახევინეს და ვერც დაახევინებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ვერც სანქციებით, ვერც შანტაჟით და ვერც ვერანაირი წნეხითა და ზეწოლით. და როდესაც ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ თითქოს საქართველო არის კატასტროფულ სიტუაციაში მედიაპლურალიზმის კუთხით, ამასაც ხომ სწორად აფასებს ჩვენი საზოგადოება? – ყველა ხედავს, რომ ოპოზიციური მედიასაშუალებები რასაც უნდათ, იმას ამბობენ (თუმცა ისევ თავიანთ მომხრეებს თუ ატყუებენ). ამდენი ინტერნეტგამოცემაა, ამდენი ონლაინმედია – არ წარმომიდგენია, რამდენი ქვეყანა შეიძლება გავიხსენოთ, სადაც ასეთი მედიაპლურალიზმია. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს არის მცდელობა, გაფართხალება, რათა ჟანგბადი მისცენ რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“ – ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები