პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“ – ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, როგორი შანტაჟი და წნეხიც არ უნდა იყოს, „ქართულ ოცნებას“ უკან ვერავინ დაახევინებს და პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მშვიდობის გარანტი იქნება.

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“ – ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე
POSTV

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე საუბრისას განაცხადა.

„დაახლოებით ხუთი წელია, რაც დაიწყო ეს უსამართლობა – სწორედ მაშინ, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და საქართველომ უარი განაცხადა ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებაზე. ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. ჩვენ რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, რასაც ევრობიუროკრატები გვთხოვდნენ და რეზოლუციებშიც გვიწერდნენ, ჩვენ ომში აღმოვჩნდებოდით – საღად მოაზროვნე ადამიანს ამაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარება.

შესაბამისად, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა – პირველ პლანზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არც ჰქონდა. რატომ სურდათ აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში? – ვინაიდან ისინი ამ ყველაფერს შეასრულებდნენ ზუსტად ერთ დღეში. მაგიტომ იყო ამდენი უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, მაგიტომ ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანიები რადიკალურ ოპოზიციას ბრიუსელიდან, მაგიტომ აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგებზე, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარების დელეგაციები, მაგიტომ უწოდეს გამჭვირვალობის ქართულ კანონს „რუსული კანონი“ (ვინაიდან თვითონ აფინანსებდნენ ამ მდიდარ ენჯეოებს და არ სურდათ, ეს ყველაფერი საჯარო გამხდარიყო) და სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ ხუთი წლის განმავლობაში მათი მხრიდან მუდმივი დეზინფორმაციის გავრცელება და „თეთრზე შავის ძახილი“.

გამორიცხულია – როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა (ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული „ქართულ ოცნებას“), უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“
ლევან მაჭავარიანი
„დაახლოებით ხუთი წელია, რაც დაიწყო ეს უსამართლობა – სწორედ მაშინ, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და საქართველომ უარი განაცხადა ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებაზე. ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. ჩვენ რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, რასაც ევრობიუროკრატები გვთხოვდნენ და რეზოლუციებშიც გვიწერდნენ, ჩვენ ომში აღმოვჩნდებოდით – საღად მოაზროვნე ადამიანს ამაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარება. შესაბამისად, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა – პირველ პლანზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არც ჰქონდა. რატომ სურდათ აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში? – ვინაიდან ისინი ამ ყველაფერს შეასრულებდნენ ზუსტად ერთ დღეში. მაგიტომ იყო ამდენი უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, მაგიტომ ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანიები რადიკალურ ოპოზიციას ბრიუსელიდან, მაგიტომ აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგებზე, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარების დელეგაციები, მაგიტომ უწოდეს გამჭვირვალობის ქართულ კანონს „რუსული კანონი“ (ვინაიდან თვითონ აფინანსებდნენ ამ მდიდარ ენჯეოებს და არ სურდათ, ეს ყველაფერი საჯარო გამხდარიყო) და სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ ხუთი წლის განმავლობაში მათი მხრიდან მუდმივი დეზინფორმაციის გავრცელება და „თეთრზე შავის ძახილი“. გამორიცხულია – როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა (ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული „ქართულ ოცნებას“), უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ სიაზე: „ეს ერთ-ერთი რიგითი ტყუილია. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვაბრალეს პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით ქართველების მოწამვლა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები