ადვოკატი - წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია - ის გამორიცხავს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიების დაწყებამდე აიძულებდნენ, ეღიარებინა კორუფციული დანაშაული, რაც წამებას უთანაბრდება. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ამ საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის დგომას გამორიცხავს.

ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მომდინარეობდა აღნიშნული.
ბარათაშვილის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის წინააღმდეგ აღნიშნული საქმის ორგანიზებაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავს.
“წამებასთან დაკავშირებით რომ გავაკეთეთ განცხადება, მოგახსენებთ, რაში მდგომარეობს წამება - საქართველოს სისხლის სამართლის 144-ე პრიმა მუხლი გახლავთ წამება და წამებაში მოიაზრება არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება ერთი პირისა მეორეს მიმართ, არამედ ფსიქიკური და მორალური ზემოქმედება, რომელიც აღნიშნული პირისაგან მიზნად ისახავს რაიმე აღიარების მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მას შეუგზავნეს წერილი გარკვეული პირების დავალებით და სთხოვდნენ, ეღიარებინა ბრალი ისეთ დანაშაულში, რომელიც შეეხებოდა კორუფციას, ქრთამის აღებას, შემდეგ სთავაზობდნენ, რომ ის სასჯელი, რომელსაც პირველ საქმეზე იხდიდა, ამ სასჯელს შთანთქავდა და ეს იქნებოდა მისთვის შეღავათი.
მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ამის შესახებ უარი განაცხადა. შემდეგ ირკვევა, რომ 20 აგვისტოს დაუკითხავთ ვასილ მხეიძე და 21 აგვისტოს დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. შემდეგ ჩამოაყალიბეს ბრალდება ქრთამის აღებაზე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. არცერთი ახალი მოწმე, არცერთი ახალი წერილობითი მტკიცებულება და არცერთი სხვა რამ ამ საქმეში არ არის ჩადებული.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ ვის გადასცა ეს წერილი, რომ მას აიძულებდნენ, ეღიარებინა ბრალდება ისეთ დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ანუ ეს ორი საქმე - ერთი, რომელზეც დააკავეს და მეორე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
ის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ამას ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს. მას ჩემთვის არ მოუცია უფლებამოსილება, რომ ამ საქმის უკან მდგომი ადამიანის შესახებ გავაკეთო განცხადება. თუმცა, აცხადებს, რომ ამის შესახებ გამოძიებას მოახსენებს”, - განაცხადა ადვოკატმა.
ციტატები სტატიიდან
„წამებასთან დაკავშირებით რომ გავაკეთეთ განცხადება, მოგახსენებთ, რაში მდგომარეობს წამება - საქართველოს სისხლის სამართლის 144-ე პრიმა მუხლი გახლავთ წამება და წამებაში მოიაზრება არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება ერთი პირისა მეორეს მიმართ, არამედ ფსიქიკური და მორალური ზემოქმედება, რომელიც აღნიშნული პირისაგან მიზნად ისახავს რაიმე აღიარების მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მას შეუგზავნეს წერილი გარკვეული პირების დავალებით და სთხოვდნენ, ეღიარებინა ბრალი ისეთ დანაშაულში, რომელიც შეეხებოდა კორუფციას, ქრთამის აღებას, შემდეგ სთავაზობდნენ, რომ ის სასჯელი, რომელსაც პირველ საქმეზე იხდიდა, ამ სასჯელს შთანთქავდა და ეს იქნებოდა მისთვის შეღავათი. მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ამის შესახებ უარი განაცხადა. შემდეგ ირკვევა, რომ 20 აგვისტოს დაუკითხავთ ვასილ მხეიძე და 21 აგვისტოს დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. შემდეგ ჩამოაყალიბეს ბრალდება ქრთამის აღებაზე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. არცერთი ახალი მოწმე, არცერთი ახალი წერილობითი მტკიცებულება და არცერთი სხვა რამ ამ საქმეში არ არის ჩადებული. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ ვის გადასცა ეს წერილი, რომ მას აიძულებდნენ, ეღიარებინა ბრალდება ისეთ დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ანუ ეს ორი საქმე - ერთი, რომელზეც დააკავეს და მეორე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ამას ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს. მას ჩემთვის არ მოუცია უფლებამოსილება, რომ ამ საქმის უკან მდგომი ადამიანის შესახებ გავაკეთო განცხადება. თუმცა, აცხადებს, რომ ამის შესახებ გამოძიებას მოახსენებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…