ლაშა ფარულავა - სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები იმიტომ არიან წაგებაზე, რომ კორუფციული ინტერესებია - ირაკლი კობახიძის განცხადება ერთის მხრივ, აღიარებაა, მაგრამ სწორსაც ამბობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოები და ფოსტა წაგებაზე კორუფციული ინტერესებისა და შუამავალი კომპანიების არსებობის გამო არიან. მისი თქმით, მსგავსი სქემა მოქმედებს ენერგეტიკის სექტორშიც და საჭიროა გამოძიების დაწყება.