პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სემეკისაქართველოს პარლამენტი

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტის კომიტეტებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა მელიორაციის პირველად დადგენილ ტარიფზე, საწარმოების აუდიტსა და სატარიფო რეგულირებაზე.

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
იმედინიუსი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.

„2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფო რეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი, განახორციელა რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმა განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე და იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელს უწყობდა კომუნალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგების მიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალი პროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორების მდგრადი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის პანელურ დისკუსიაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები