დავით ნარმანია თანამშრომლებს სემეკის დაარსების დღეს ულოცავს
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კომისიის თანამშრომლებს დაარსების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უწყებამ 29 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგულირებადი სექტორების განვითარებასა და სამართლიან რეგულირებაში.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკის თანამშრომლებს კომისიის დაარსების დღეს ულოცავს:
"23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა! ვულოცავ სემეკის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს.
1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. 29 წლის განმავლობაში კომისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგულირებადი სექტორების განვითარებაში, მათი გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და სამართლიანი რეგულირების უზრუნველყოფაში.
კომისიის საქმიანობის საფუძველია დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და საჯაროობა, ხოლო ჩვენი მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობაა.
ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას, ლიცენზიატ კომპანიას, ორგანიზაციას, ექსპერტს, მედიას სემეკთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის".
ციტატები სტატიიდან
„23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა! ვულოცავ სემეკის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. 29 წლის განმავლობაში კომისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგულირებადი სექტორების განვითარებაში, მათი გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და სამართლიანი რეგულირების უზრუნველყოფაში. კომისიის საქმიანობის საფუძველია დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და საჯაროობა, ხოლო ჩვენი მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობაა. ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას, ლიცენზიატ კომპანიას, ორგანიზაციას, ექსპერტს, მედიას სემეკთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…