პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაზისა და წყლის ტარიფები დეკემბერში გადაიხედება, დენის ფასი არ იცვლება

სემეკიქართული ოცნება

სემეკი დეკემბერში ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფებს გადახედავს, ელექტროენერგიის ფასი კი უცვლელი დარჩება. ამის შესახებ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BM.GE-ს განუცხადა.

გაზისა და წყლის ტარიფები დეკემბერში გადაიხედება, დენის ფასი არ იცვლება
ნეტგაზეთი

დეკემბერში სემეკი ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფებს გადახედავს. ინფორმაცია BM.GE-ს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაუდასტურა. ნარმანიას თქმით, აპრილში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე შეიცვალა და ამიტომ ის აღარ გადაიხედება.

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე თბილისში 54 თეთრს და რეგიონებში 57 თეთრს შეადგენს.

წყლის ტარიფი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის თბილისში ტონაზე 50 თეთრია, ხოლო მათთვის ვინც სულადობით იხდის, ერთ ადამიანზე ₾4.52. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი 50 თეთრია რეგიონებშიც, სულადობით ქალაქების მიხედვით განსხვავდება.

ტარიფი იურიდიული პირებისთვის ბევრად მაღალია. 1 მ3 გაზი თბილისში იურიდიული პირებისთვის ₾1.14 ღირს, რეგიონებში სოკარს ფასი მითითებული არ ავქს, თუმცა სემეკის 2025 წლის ანგარიშში საშუალო ფასად დასახელებულია ₾1.08 დღგ-ს გარეშე, რაც დღგ-ს ჩათვლით ₾1.27 გამოდის. იდეაში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი დერეგულირებულია, თუმცა ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ფასის დაწევას, როგორც წესი ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ახერხებენ.

ტარიფებს შორის სხვაობა წყალზე კიდევ უფრო მეტია. თბილისში 1 ტონა წყალი იურიდიული პირებისთვის, ფიზიკურ პირებთან შედარებით 1660%-ით მაღალია და ₾8.80-ს შეადგენს, ტენდენცია მსგავსია რეგიონებშიც.

დავით ნარმანიამ ახსენა სიტყვა „გადახედვა“ თუმცა მიმართულება არ დაუკონკრეტებია. უმეტეს შემთხვევაში, ცვლილების დროს ფასი იზრდება ხოლმე. ენერგომატარებლების გაძვირება ინფლაციაზეც უარყოფითად აისახება და ის სხვა პროდუქციის ფასების ზრდასაც იწვევს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიწლის ბოლოს გადაიხედება წყლისა და გაზის ტარიფები - ნარმანია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ველოდებით სემეკს” - კობახიძემ არ იცის, გაუძვირდება თუ არა გაზი მოქალაქეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები