ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკი ენერგოკომპანიებისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრებას განიხილავს

სემეკისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რის გამოც კომისია ენერგოკომპანიებისთვის მაქსიმალური ჯარიმის — თითო შემთხვევაზე 75 000 ლარის — დაკისრებას განიხილავს. შემოწმებამ არაერთი დარღვევა გამოავლინა.

დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკი ენერგოკომპანიებისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრებას განიხილავს
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკი ენერგოკომპანიებისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრებას განიხილავსBM.GE

ელექტროენერგეტიკული სისტემის 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამისი რეგულაციები დროულად რომ განხორციელებულიყო და ტექნიკური ავტომატიკა გამართულად ყოფილიყო - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სემეკის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინეს.

ნარმანიას თქმით, სამუშაო ჯგუფის დასკვნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს გადაეგზავნებათ, მათ შორის ელექტროსისტემას, ხრამჰესსა და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე „ენერგო-პროს“. კომპანიებს დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც სემეკი განხილვას ორ კვირაში დაასრულებს.

„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს.

„დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, მაქსიმალური სანქცია ერთ შემთხვევაში 75 000 ლარია. ვინაიდან საუბარია ორ სისტემურ ავარიაზე, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი.

კითხვაზე, რა ხასიათის დარღვევები გამოვლინდა და შეიძლებოდა თუ არა 24-25 ივლისის ავარიული გათიშვების თავიდან აცილება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამის შესაძლებლობა არსებობდა.

„მარეგულირებელი კომისია, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს იმას, რომ ამ სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე, ასევე მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მერე შეგეძლებათ თქვენ თვითონ გაავრცელოთ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ნარმანიას განმარტებით, კომისია კომპანიების საქმიანობას ტექნიკური რეგულაციებისა და ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში სწავლობს. სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა კი სემეკის უფლებამოსილება არ არის.

კითხვაზე, იქნება თუ არა კომისიის დასკვნა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით გამოძიებას გააგრძელებს ან დაიწყებს, ნარმანიამ განაცხადა:

„მარეგულირებელი კომისია საკითხს სწავლობს კომპანიების საქმიანობისა ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში, ანუ ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება. ამას სწავლობს შესაბამისი სამსახური. ჩვენ რა თქმა უნდა კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვნახოთ რა შედეგებზე გავლენ ისინი“.

მისივე თქმით, სემეკის დასკვნა საჯარო დოკუმენტია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს მას.

„დასკვნა, რა თქმა უნდა, საჯარო დოკუმენტია და მათაც ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ დასკვნას“, - აღნიშნა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ენგურჰესის ტექნიკურ მდგომარეობაზე და განმარტა, რომ სისტემური ავარიის შედეგად სადგურზე რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოვლინდა. ამჟამად ენგურჰესი დაკვირვების ქვეშაა, ხოლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი მოწყობილობების შესყიდვა იგეგმება.

„სისტემური ავარიის შედეგად, რადგან გამოიკვეთა, რომ ენგურჰესზეც არსებობდა რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა ენგურჰესის მიერ მოწვეული იქნა შესაბამისი სპეციალისტები, დღესაც ენგურჰესი დაკვირვების ქვეშ არის. იცით ასევე თქვენ და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ ენგურჰესმა შესყიდვა უნდა გამოაცხადოს დამატებითი მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ სრულად, ტექნიკურად მოწესრიგდეს ენგურჰესთან არსებული შესაბამისი მარეგულირებელი სისტემები. აქედან გამომდინარე ეს სამუშაოები გრძელდება, და ენგურჰესი ჯერჯერობით არ მუშაობს სრული დატვირთვით. წყალი დაგროვებულია ენგურჰესის რეზერვუარში და როგორც კი აღმოიფხვრება შესაბამისი ხარვეზები, ეტაპობრივად მოხდება ამისი დატვირთვა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი განმარტებით, სისტემური ავარია გუგუთის ხაზზე დაიწყო, რასაც ელექტროსისტემის მუშაობის დარღვევა მოჰყვა და პროცესში ენგურჰესიც ჩაერთო.

„მოკლე შერთვა, რაც გუგუტის ხაზზე განხორციელდა, აღნიშნულმა მოკლე შერთვამ მერე უკვე მთლიანად სისტემის შეშფოთება გამოიწვია და ჩაითრია ენგურჰესიც. ენგურჰესზე 5 აგრეგატზე არსებული მარეგულირებელი ინსტრუმენტიდან ერთმა იმუშავა გამართულად. სხვა დანარჩენებზე ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება ის შესყიდვა, რაზეც მათ გამოაცხადეს“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

ნარმანიამ განმარტა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე ტესტირება მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები ელექტროენერგიის გათიშვას უნდა ელოდნენ.

მისი თქმით, ტესტირება ტარდება როგორც სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ქსელში ობიექტის სრულად ჩართვამდე, ისე ახალი ობიექტების ლიცენზირების პროცესში. ამ დროს მოწმდება მათი სისტემასთან ჰარმონიზაციაც.

„საერთოდ ენერგეტიკაში ყოველთვის მიმდინარეობს ენერგეტიკული ობიექტების ტესტირებები. მათ შორის ყოველი რემონტის შემდეგ, ვიდრე სრულად შევა ექსპლუატაციაში ქსელის წესების მიხედვით მიმდინარეობს გენერაციის ობიექტების ტესტირება, ასევე მიმდინარეობს ახალ ჩართული ობიექტების რომელზეც გაიცემა ლიცენზია, ლიცენზიის გაცემამდე სატესტო რეჟიმში მუშაობენ ისინი და მიმდინარეობს სისტემასთან ჰარმონიზაციის თაობაზე ტესტირება. ეს მუდმივი პროცესია, სისტემაში მომხმარებელი ვერ გრძნობს“, - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, უნდა ელოდონ თუ არა მომხმარებლები გათიშვებს, მან აღნიშნა, რომ ქსელის წესების დაცვა სისტემური ავარიების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

„თუ ყველაფერი სემეკის მიერ დადგენილი ქსელის წესების მიხედვით იქნება განხორციელებული, როგორც ტესტირების დროს, ასევე სხვა შემთხვევებშიც, რა თქმა უნდა ეს თავიდან აგვარიდებს გათიშვას“, - თქვა მან.

აგვისტოში მომხდარ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მაშინ ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სემეკის მიერ დადგენილი ქსელის წესები საჯარო დოკუმენტია.

„სემეკი არა, სემეკის ქსელის წესებით. ქსელის წესებში ეს ყველაფერი გაწერილია და საჯარო დოკუმენტია. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.

2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება ენგურჰესს, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“
დავით ნარმანია
„დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა“
„მარეგულირებელი კომისია, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს იმას, რომ ამ სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე, ასევე მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მერე შეგეძლებათ თქვენ თვითონ გაავრცელოთ დეტალური ინფორმაცია“
„მარეგულირებელი კომისია საკითხს სწავლობს კომპანიების საქმიანობისა ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში, ანუ ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება. ამას სწავლობს შესაბამისი სამსახური. ჩვენ რა თქმა უნდა კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვნახოთ რა შედეგებზე გავლენ ისინი“
„დასკვნა, რა თქმა უნდა, საჯარო დოკუმენტია და მათაც ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ დასკვნას“
„სისტემური ავარიის შედეგად, რადგან გამოიკვეთა, რომ ენგურჰესზეც არსებობდა რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა ენგურჰესის მიერ მოწვეული იქნა შესაბამისი სპეციალისტები, დღესაც ენგურჰესი დაკვირვების ქვეშ არის. იცით ასევე თქვენ და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ ენგურჰესმა შესყიდვა უნდა გამოაცხადოს დამატებითი მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ სრულად, ტექნიკურად მოწესრიგდეს ენგურჰესთან არსებული შესაბამისი მარეგულირებელი სისტემები. აქედან გამომდინარე ეს სამუშაოები გრძელდება, და ენგურჰესი ჯერჯერობით არ მუშაობს სრული დატვირთვით. წყალი დაგროვებულია ენგურჰესის რეზერვუარში და როგორც კი აღმოიფხვრება შესაბამისი ხარვეზები, ეტაპობრივად მოხდება ამისი დატვირთვა“
„მოკლე შერთვა, რაც გუგუტის ხაზზე განხორციელდა, აღნიშნულმა მოკლე შერთვამ მერე უკვე მთლიანად სისტემის შეშფოთება გამოიწვია და ჩაითრია ენგურჰესიც. ენგურჰესზე 5 აგრეგატზე არსებული მარეგულირებელი ინსტრუმენტიდან ერთმა იმუშავა გამართულად. სხვა დანარჩენებზე ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება ის შესყიდვა, რაზეც მათ გამოაცხადეს“
„საერთოდ ენერგეტიკაში ყოველთვის მიმდინარეობს ენერგეტიკული ობიექტების ტესტირებები. მათ შორის ყოველი რემონტის შემდეგ, ვიდრე სრულად შევა ექსპლუატაციაში ქსელის წესების მიხედვით მიმდინარეობს გენერაციის ობიექტების ტესტირება, ასევე მიმდინარეობს ახალ ჩართული ობიექტების რომელზეც გაიცემა ლიცენზია, ლიცენზიის გაცემამდე სატესტო რეჟიმში მუშაობენ ისინი და მიმდინარეობს სისტემასთან ჰარმონიზაციის თაობაზე ტესტირება. ეს მუდმივი პროცესია, სისტემაში მომხმარებელი ვერ გრძნობს“
„თუ ყველაფერი სემეკის მიერ დადგენილი ქსელის წესების მიხედვით იქნება განხორციელებული, როგორც ტესტირების დროს, ასევე სხვა შემთხვევებშიც, რა თქმა უნდა ეს თავიდან აგვარიდებს გათიშვას“
„სემეკი არა, სემეკის ქსელის წესებით. ქსელის წესებში ეს ყველაფერი გაწერილია და საჯარო დოკუმენტია. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სემეკის სხდომა, სადაც დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები