ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – სემეკის დასკვნა

სემეკი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო — კომისიამ ქსელის წესების დარღვევები გამოავლინა და კომპანიების დასანქცირებას აპირებს.

დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – სემეკის დასკვნა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – სემეკის დასკვნაალია

დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სემეკის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინეს.

„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეს შემაჯამაბელი სხდომა უნდა ყოფილიყო სემეკში, თუმცა გადაიდო .სემეკის სხდომა სახელმწიფო ელექტროსისტემისა და “ხრამიჰესის” წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის ლევან ჭედელაძის განცხადებით, განხილული საკითხი თავისი მასშტაბითა და დოკუმენტაციის სირთულით კომპლექსურია, რის გამოც პროცესს სისტემური დამუშავება და ღრმა ანალიზი სჭირდება.

მოგეხსენებათ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისია უნდა დაეყრდნოს სამუშაო ჯგუფის შეფასებებს. ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩვენც უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია. სწორედ ამიტომ დასჭირდა სისტემას დროის აღება იმისთვის, რომ საფუძვლიანად გავეცნოთ დოკუმენტაციას, გავაანალიზოთ ის და წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები”, – აცხადებს ჭედელაძე და ამატებს, რომ საბოლოო დასკვნა სემეკს ელექტროსისტემისთვის ჯერ არ გაუგზავნია.

2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სემეკის სხდომა, სადაც დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები