ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წლის ბოლოს გადაიხედება წყლისა და გაზის ტარიფები - ნარმანია

სემეკი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დეკემბრის ბოლოს ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფები გადაიხედება, რადგან მათი მოქმედების 3-წლიანი ვადა იწურება.

წლის ბოლოს გადაიხედება წყლისა და გაზის ტარიფები - ნარმანია
წლის ბოლოს გადაიხედება წყლისა და გაზის ტარიფები - ნარმანიაBM.GE

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ წლის ბოლოს ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები გადაიხედება.

"მარეგულირებელ კომისიას წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება", - აცხადებს ნარმანია.

აღსანიშნავია, რომ როგორც გაზის, ისევე წყლის ტარიფის გადახედვა დეკემბრის ბოლოს გეგმიურად მოხდება. კომისიის მოქმედი მეთოდოლოგიით, სატარიფო რეგულირების პერიოდი 3-წლიან ციკლებს მოიცავს, რის შემდეგაც ხდება ტარიფების ხელახალი გადახედვა და ახალი პერიოდისთვის დადგენა.

საქართველოში ელექტროენერგია 5 თეთრით მიმდინარე წლის მარტში უკვე გაძვირდა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი დერეგულირებულია, შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიებს ამ შემთხვევაში "თბილისი ენერჯისა" და "სოკარ ჯორჯია გაზს", ტარიფის გაზრდა სემეკის ნებართვის გარეშე შეუძლიათ. კერძოდ, ბიზნესის ტარიფს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანება განსაზღვრავს. ამ ბრძანებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან განსხვავებით, ტარიფი დერეგულირებულია და მის ზრდა/კლება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გაზის მიმწოდებელ კომპანიებს მხოლოდ ვალდებულება აქვთ, ტარიფის ცვლილების შესახებ აბონენტებს ერთი თვით ადრე აცნობონ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მარეგულირებელ კომისიას წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები