"რისთვის გამოვიდა სახელმწიფო სუბსიდირებიდან, თუ რთველზე უფრო მეტი დაიხარჯებოდა" | ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი
დეპუტატმა შალვა კერესელიძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს რთველის ხარჯების 170 მლნ ლარით გაზრდის გამო არასწორ გათვლაში დასდო ბრალი. კაკაურიძის თქმით, ხარჯი გაცილებით მეტმა მოსავალმა განაპირობა.