შალვა კერესელიძე – ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ, საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან
დეპუტატი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ საქართველოში აქციებისას ხელისუფლების მხრიდან ძალადობა, შეურაცხყოფა და ძარცვა ხდებოდა, ხოლო სასამართლო ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს და ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი არ დასჯილა.

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე თუ კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება იყო ხელისუფლების მხრიდან ან პროტესტანტების მიერ, დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანი გამოძიება სიმართლეს დაადგენს და ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა კანონის შესაბამისად პასუხს აგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა.
„მე ინფორმაცია არ მაქვს, იმ აქციებს ვინ აფინანსებდა ან მათ უკან ვინ იდგა. რომ გვქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბევრად უფრო დეტალურად კომენტარს გეტყოდით. აქციებს ვინ აფინანსებდა და მის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. რაც პარიზსა და მილანში ვნახეთ, საქართველოსთან მსგავსება ვერ დავინახეთ, რადგან იქ, თუ ვინმემ კანონი დაარღვია და უფლებამოსილებას გადააჭარბა, სამართლიანი გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს და დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო სიმართლეს გამოკვეთს. არც ერთ შემთხვევაში, სასამართლო პოლიტიკური დაკვეთით არ და ვერ იმოქმედებს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია, სამწუხაროდ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება, ხელისუფლების დაკვეთებს ღებულობს და მას ასრულებს. არც საფრანგეთში და არც იტალიაში აქციის მონაწილეებისთვის ქიმიური საშუალებები არ მიუსხიათ, არავის აქციის მონაწილეები არ გაუძარცვავს, არავის აქციის მონაწილეებისთვის ღამე გვიან სახლში არ დაურეკავს და არ უგინებია და ა.შ. ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რაზეც უარი მივიღეთ, რადგან “ოცნებამ” ერთ დღეში, რამოდენიმე საათში, გამოძიება ჩაატარა და გამოძიება დაასრულა. ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ. შეიძლება იყო ძალადობაც და უფლებამოსილების გადაჭარბებაც, ამას არ გამოვრიცხავ. საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან ასევე შეურაცხყოფა, ძარცვა. არსად ხდება, რომ შუაღამისას, მოქალაქეებს ურეკავდე, აქციის მონაწილეებს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს და დედას აგინებდე. როცა გადაცდომაა, მთავარი რა არის? – ორივე მხრიდან შესაბამისი შეფასება და კანონის შესაბამისად პასუხისმგება მოხდეს. ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი დასჯილი არ გვინახავს. ისიც არ ვიცით, რომ იქ სპეცრაზმელები იყვნენ თუ არა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მოქმედებდნენ, ამაშია საქმე. ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა, როგორც ქართული სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს“, – განაცხადა კერესელიძემ.
ციტატები სტატიიდან
„მე ინფორმაცია არ მაქვს, იმ აქციებს ვინ აფინანსებდა ან მათ უკან ვინ იდგა. რომ გვქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბევრად უფრო დეტალურად კომენტარს გეტყოდით. აქციებს ვინ აფინანსებდა და მის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. რაც პარიზსა და მილანში ვნახეთ, საქართველოსთან მსგავსება ვერ დავინახეთ, რადგან იქ, თუ ვინმემ კანონი დაარღვია და უფლებამოსილებას გადააჭარბა, სამართლიანი გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს და დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო სიმართლეს გამოკვეთს. არც ერთ შემთხვევაში, სასამართლო პოლიტიკური დაკვეთით არ და ვერ იმოქმედებს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია, სამწუხაროდ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება, ხელისუფლების დაკვეთებს ღებულობს და მას ასრულებს. არც საფრანგეთში და არც იტალიაში აქციის მონაწილეებისთვის ქიმიური საშუალებები არ მიუსხიათ, არავის აქციის მონაწილეები არ გაუძარცვავს, არავის აქციის მონაწილეებისთვის ღამე გვიან სახლში არ დაურეკავს და არ უგინებია და ა.შ. ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რაზეც უარი მივიღეთ, რადგან “ოცნებამ” ერთ დღეში, რამოდენიმე საათში, გამოძიება ჩაატარა და გამოძიება დაასრულა. ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ. შეიძლება იყო ძალადობაც და უფლებამოსილების გადაჭარბებაც, ამას არ გამოვრიცხავ. საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან ასევე შეურაცხყოფა, ძარცვა. არსად ხდება, რომ შუაღამისას, მოქალაქეებს ურეკავდე, აქციის მონაწილეებს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს და დედას აგინებდე. როცა გადაცდომაა, მთავარი რა არის? – ორივე მხრიდან შესაბამისი შეფასება და კანონის შესაბამისად პასუხისმგება მოხდეს. ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი დასჯილი არ გვინახავს. ისიც არ ვიცით, რომ იქ სპეცრაზმელები იყვნენ თუ არა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მოქმედებდნენ, ამაშია საქმე. ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა, როგორც ქართული სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…