პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა კერესელიძე – სააკაშვილს ახასიათებს ფანტაზიის დონეზე ისტორიის შეცვლა, ხშირად უთქვამს, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება, მის შეფასებებს ვერ ავყვებით

გახარია საქართველოსთვის

დეპუტატი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს „ფანტაზიის დონეზე ისტორიის შეცვლა“ ახასიათებს და მის შეფასებებს ვერ აჰყვებიან.

შალვა კერესელიძე – სააკაშვილს ახასიათებს ფანტაზიის დონეზე ისტორიის შეცვლა, ხშირად უთქვამს, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება, მის შეფასებებს ვერ ავყვებით
პერსონის ფოტო: შალვა კერესელიძე

სააკაშვილს ახასიათებს ფანტაზიის დონეზე ისტორიის შეცვლა, ხშირად უთქვამს ფრაზები – „პირველად საქართველოს ისტორიაში“, „უპრეცედენტო შემთხვევა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ისიც უთქვამს, რომ თურმე, საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.

„ვინ რა და როგორ გადაანაწილა, არ ვიცი, მაგრამ თანამდებობებზე ნინო ბურჯანაძე და სხვები მიხეილ სააკაშვილის დანიშნულები იყვნენ. სააკაშვილს ახასიათებს ისტორიის შეცვლა ფანტაზიის დონეზე, რადგან ხშირად უთქვამს ფრაზები – „პირველად საქართველოს ისტორიაში“, „უპრეცედენტო შემთხვევა“. ისიც უთქვამს, რომ თურმე, საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება. ამიტომ, მის შეფასებებს ვერ ავყვებით“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულმა მალევე წაშალა: უტყუარი ფაქტია, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა ვარდების რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები