პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა კერესელიძე – ხალხი დუმს, იციან, განსხვავებული აზრი რომ გამოხატონ, დასჯიან, ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს

ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს და ხალხი განსხვავებული აზრის გამო დასჯის შიშით დუმს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

შალვა კერესელიძე – ხალხი დუმს, იციან, განსხვავებული აზრი რომ გამოხატონ, დასჯიან, ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს
პირველი არხი

აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც დაგეგმვაში, არც ორგანიზებაში. არ ვიცი, აქციაზე რამდენი ადამიანი იყო. 300 ადამიანი ნამდვილად არ იყო, ბევრად მეტი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, ხალხი დუმს, რადგან ხელისუფლების მხრიდან დაშინებულია.

„ზოგი დასაქმებულია, ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, ზოგს სხვა საარსებო საშუალება აქვს და იციან, ხმა რომ ამოიღონ და განსხვავებული აზრი გამოხატონ, დასჯიან. ამის გამო დუმს ხალხი, თორემ მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლების უკმაყოფილოა. ლოგიკა იცით სად არის? ხელისუფლება ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს“, – განაცხადა კერესელიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა კერესელიძე – ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ, საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები