ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება - შალვა კერესელიძე

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სერბეთთან პარალელების გავლებას ამაოდ ცდილობს, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა კერესელიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი და სერბეთის მოსახლეობამ სწორედ ასე შეცვალა ხელისუფლება.

არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება - შალვა კერესელიძე
არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება - შალვა კერესელიძერუსთავი 2

საქართველოში ოპოზიცია და მისი აქტივისტები სერბეთთან პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არათუ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ გამარჯვების შანსი, არამედ სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.

შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ ფლანგზეც. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის თქმით, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება შეცვალა.

"არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება, ჩემი პირადი დამოკიდებულება. სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.

მოძრაობა "სტუდენტური სია" ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა მედია წერს, რომ წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება, ჩემი პირადი დამოკიდებულება. სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება“
შალვა კერესელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია ვოლსკი სერბეთის არჩევნებზე: კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები