ლევან ცუცქირიძე
პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ლევან ცუცქირიძე: ასეთი “შეკითხვა” - სინამდვილეში კი კლასიკური, მაგრამ მარტივი “პროპაგანდისტული ხაფანგი” - გამომიგზავნა “ტვ იმედიდან” ...
ლევან ცუცქირიძე: უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით შეკითხვის ფორმულირებას: “იმედის” პროპაგანდისტი (სახელს და გვარს აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველა პატრონის ენით ლაპარაკობს) წინასწარ მიანიშნებს, რომ რაღაც “დავალება” არსებობდა. ცდილობს, რომ მეც და “იმედის” მაყურებელმაც ეს უკვე ფაქტად მივიჩნიოთ და "დავალების" შინაარსი მერე ვარკვიოთ.
თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა
თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა დასრულდა, რომლის ლიდერთა განცხადებით, ეს პერმანენტული პროტესტის დასაწყისია და 28 ნოემბერს უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება. გამომსვლელებმა ივანიშვილი ლეგიტიმაციის კრიზისსა და ერთპარტიული დიქტატურის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულეს.
„საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – ოპოზიციის ალიანსმა აქცია გამართა
თბილისში ოპოზიციის ალიანსმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და ახალი კამპანია — „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო, რომლის მიზანიც 28 ნოემბრის მასშტაბური აქციისთვის მომზადებაა. ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის მცდელობით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს.
ოპოზიციის სამი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში - შუამდგომლობები, გაფრთხილებები და უარყოფილი მოთხოვნები
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის სხდომების პირველი სამი დღე ხმაურის, გაფრთხილებებისა და შუამდგომლობების უარყოფის ფონზე წარიმართა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლეთა აცილების, მიხეილ სააკაშვილის ჩართვისა და პროცესის გადადების მოთხოვნები, რამდენიმე პირს კი დარბაზი დაატოვებინა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის აკრძალვის პროცესის ფონზე, თბილისში ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვის პარალელურად, თბილისში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. დემონსტრაციას შეუერთდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც სასამართლოში მიმდინარე პროცესს არადემოკრატიული უწოდა.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდება
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათზე განახლდება. წინა სხდომიდან სასამართლოს უპატივცემულობის გამო ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე გააძევეს.
ლევან ცუცქირიძე: გულისრევის გრძნობა გამიჩნდა, როცა დავინახე სათითაოდ როგორ შემოგრიალდნენ ძვირფასი მანქანებით "ოცნების" დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში
გულწრფელად ვიტყვი: გულისრევის გრძნობა გამიჩნდა, როცა დავინახე სათითაოდ როგორ შემოგრიალდნენ ძვირფასი მანქანებით "ოცნების" დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში. იმ ქვეყანის "წარმომადგენლები", სადაც უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და უმუშევრობაა.
სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის განხილვაზე მოსამართლემ ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევა. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა სრული ან ნაწილობრივი შემადგენლობის აცილებაზე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
ლევან ცუცქირიძე: სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ (ვიდეო)
ლევან ცუცქირიძე: სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და ის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და გადაერჩინათ საქართველოს დემოკრატია. ვიღაცების სამარცხვინო მომავალი უკვე დაწერილია, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ საკუთარი მომავალი თვითონ დაწერონ.
ლევან ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დაწყებამდე, მოსამართლეებს მიმართა, გამოიყენონ შანსი იმისა, რომ „ჯერ მათ მომავალი დაწერილი არ არის“, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის დაწყებამდე „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე დარბაზიდან გააძევეს, მას შემდეგ, რაც მან მოსამართლეებს მიმართა, რომ მათი მომავალი ჯერ დაწერილი არ არის და დემოკრატიის გადარჩენის შანსი გამოიყენონ.
ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან – თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ცუცქირიძეს “ქაჯი” უწოდა
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა იწყება, „ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილსა და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელ ლევან ცუცქირიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.