ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის განხილვაზე მოსამართლემ ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევა. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა სრული ან ნაწილობრივი შემადგენლობის აცილებაზე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

სამართლებრივი დისკუსიის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოში. 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ განხილვა ოპოზიციის წარმომადგენელთა უარყოფილი მოთხოვნების, მწვავე კამათისა და სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა. მოსამართლემ ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე სასამართლოს უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევა.

გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტია „ახალმა“ მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილების საკითხი დააყენეს. რაც შეეხება „ლელოს“, მათ მხოლოდ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროცესის შეფერხება არაერთი საპროცესო მოთხოვნით სცადეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ დაუსაბუთებელი ინიციატივები არ დააკმაყოფილა.

სოფო ბერიძის სიუჟეტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები