ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – ოპოზიციის ალიანსმა აქცია გამართა

კოალიცია ცვლილებისთვისფედერალისტებითავისუფლების მოედანიქართული ოცნება

თბილისში ოპოზიციის ალიანსმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და ახალი კამპანია — „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო, რომლის მიზანიც 28 ნოემბრის მასშტაბური აქციისთვის მომზადებაა. ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის მცდელობით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს.

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისში ოპოზიციის ალიანსის აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თსუს-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის მეტროსკენ გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის ალიანსმა ახალი კამპანიის დაწყება გამოაცხადა.

კამპანიის ლოზუნგია „საქართველო ივანიშვილის გარეშე – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“.

25 ოქტომბერს გამოცხადებული კამპანიის მიზანი 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის მომზადება იქნება.

ნახვა Facebook-ზე

აქციაზე შეკრებილებს მიმართეს ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა.

„28 ნოემბერი უნდა იყოს პიკური დღე. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი რაოდენობაა. უნდა გვიხაროდეს, რომ მოვიდა ის დრო, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს – საქართველოს ივანიშვილის გარეშე!“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

ნახვა Facebook-ზე

„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველა სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა – ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნის და სწორად ეშინია“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნახვა Facebook-ზე

„მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება უშეცდომოები არიან, არავინაა უშეცდომო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა“, – განაცხადა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

ნახვა Facebook-ზე

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, ეს არ არის ხუთი პარტიის ან კოალიციის რეგისტრაციის გაუქმება. ეს არის ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმება და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.

ნახვა Facebook-ზე

„უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა, რომელსაც ქართველი ხალხი აგრძელებს, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ლუკა მიშველაძემ.

ნახვა Facebook-ზე

„სასაცილოა ბიძინა ივანიშვილის მოქმედება იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს წაართვა ხმა და დაადუმო. წარმოუდეგენელია ეს მოხდეს საქართველოში. ამიტომ 28 ნოემბერს უნდა ვიყოთ უფრო მეტი და ვაჩვენოთ, რომ ეს ადამიანები არ ჩუმდებიან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ანა კობახიძემ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„28 ნოემბერი უნდა იყოს პიკური დღე. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი რაოდენობაა. უნდა გვიხაროდეს, რომ მოვიდა ის დრო, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს – საქართველოს ივანიშვილის გარეშე!“
ნიკა გვარამია
„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველა სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა – ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნის და სწორად ეშინია“
თამარ ჩერგოლეიშვილი
„მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება უშეცდომოები არიან, არავინაა უშეცდომო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა“
ლევან ცუცქირიძე
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, ეს არ არის ხუთი პარტიის ან კოალიციის რეგისტრაციის გაუქმება. ეს არის ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმება და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები“
გიგა ლემონჯავა
„უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა, რომელსაც ქართველი ხალხი აგრძელებს, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“
ლუკა მიშველაძე
„სასაცილოა ბიძინა ივანიშვილის მოქმედება იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს წაართვა ხმა და დაადუმო. წარმოუდეგენელია ეს მოხდეს საქართველოში. ამიტომ 28 ნოემბერს უნდა ვიყოთ უფრო მეტი და ვაჩვენოთ, რომ ეს ადამიანები არ ჩუმდებიან“
ანა კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი, მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, ცეცხლი როცა პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები