ლევან ცუცქირიძე: სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ (ვიდეო)
ლევან ცუცქირიძე: სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და ის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და გადაერჩინათ საქართველოს დემოკრატია. ვიღაცების სამარცხვინო მომავალი უკვე დაწერილია, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ საკუთარი მომავალი თვითონ დაწერონ.
"სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და ის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და გადაერჩინათ საქართველოს დემოკრატია. ვიღაცების სამარცხვინო მომავალი უკვე დაწერილია, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ საკუთარი მომავალი თვითონ დაწერონ. აი, ეს ვუთხარი და დამატოვებინეს დარბაზი. მე გავაგრძელებ ბრძოლას ჩემს თანამოაზრეებთან, მოედნელებთან ერთად, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ბოლომდე, მანამ სანამ არ დავიბრუნებთ სახელმწიფოს", - ლევან ცუცქირიძე "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე
ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო - სხდომა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.