გია ვოლსკი – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, ჩვენი რომელი ბრალდებაა უსაფუძვლო, რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს დესტაბილიზაციისთვის მომართული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას
გია ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟსა და რევოლუციურ მცდელობებში ადანაშაულებს, რის გამოც უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამ ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდებს.