პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციური ჯგუფები „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან გაერთიანებულები“. მან ეს შეფასება 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ
იმედინიუსი

ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა.

„პირველი დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება, ეტყობა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა გამოვიდეს სააშკარაოზე და ილაპარაკოს, რომ თუკი რამე დანაშაული ხდებოდა, ყველაფერი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ იყო. მუდმივად, ინტენსიურად საბოტაჟის რეჟიმი არის ჩამოყალიბებული, კოორდინირებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი. ამაზე უარს ვეღარ ამბობენ, ამართლებენ იმით, რომ თურმე ქვეყნისთვის ასეა საჭირო. ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ საგარეო მხარდაჭერის მიუხედავად, ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

5 ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები