პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ არასოდეს სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება - გია ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციაზე

საქართველოს პარლამენტი

გია ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ალიანსის მთავარი ამოცანა კონკრეტულ ქვეყნებში ჩანერგილი აგენტების ყოლა და ექსტრემისტული პროცესების განვითარებაა.

"დეზინფორმაციაზე აგებული დოკუმენტი და შეტევა ქართულ სახელმწიფოზე", - ასე აფასებს მმართველი გუნდი ALDE-ს რეზოლუციას.

"ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი" დოკუმენტში ითხოვს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას, შეზღუდვებს და მოუწოდებს ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს გარკვეულ წინაპირობებზე საქართველოსთან ურთიერთობისთვის.

თბილისში დოკუმენტის პათოსი არ უკვირთ და ამბობენ, რომ საქართველო უშინაარსო და საფუძველს მოკლებული რეზოლუციებით აღარ იმართება.

საკითხთან დაკავშირებით საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც.

გია ვოლსკის განცხადებით, ALDE-ს წარმომადგენლები, საქართველოსთან დაკავშირებით, საკითხებს სიღრმისეულად არ სწავლობენ.

მისივე თქმით, "ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის"ერთადერთი ამოცანაა, კონკრეტულ ქვეყნებში ჰყავდეთ აგენტები, რომლებიც გარკვეული დავალებებით იმოქმედებენ.

"ვერც ALDE და ვერც სხვა, ვერ ასახელებს, ვინ არის ეს ე.წ. თვითნებურად დაკავებული. ან რაში მდგომარეობს უკუსვლა დემოკრატიიდან.

აქვთ გარკვეული ამოცანა, გარკვეული მოკავშირეები ჰყავთ საქართველოში და მათთვის მისაღები რაც არის, ეს არის ექსტრემისტული პროცესების განვითარება, ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ხელშეწყობით - ფინანსური იქნება თუ პოლიტიკური.

უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ არასოდეს სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება, მათთვის ერთი მთავარი ამოცანაა - კონკრეტულ ქვეყანაში ჰყავდეთ, თავის მოკავშირე, ჩანერგილი აგენტი, რომელიც იმოქმედებს იმ პრინციპებით, დავალებებით და ამოცანებით, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს გააჩნიათ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები