პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა, ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა, ჩადენილი სისტემური დანაშაულები კი სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული.

გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა, ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული
პირველი არხი

უსუსურია არგუმენტი, თურმე, სააკაშვილი არაფერს განაგებდა, არც პარტიას ხელმძღვანელობდა და თურმე ყველაფერ ცუდზე, რაც ხდებოდა პასუხისმგებელი იყვნენ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა და ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ღია ეთერში გადაიცემა ის, რასაც სჩადიან ის დაჯგუფებები, რომელიც გაერთიანდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. დანაშაული რეალურია და სისტემური იყო. ხოლო, 2012 წლის შემდეგ საბოტაჟი ძალიან აგრესიული ფორმით გაგრძელდა, მათ შორის ამ სისხლიანი დაპირისპირების ორგანიზებების მცდელობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს, ასევე არ აღიარებენ წამების სისტემა რომ არსებობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები