წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევით, სამცხე-ჯავახეთში წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266 მილიონზე მეტ ლარს ის 5 კომპანია ინაწილებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 676,000 ლარი შეწირეს. ორგანიზაციის ცნობით, 121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე გაიცა.