სამართლიანი იქნება, თუ სააკაშვილს ოპოზიციის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ?
მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე დასწრებასა და ბათუმში ეტაპირებას ითხოვენ, რათა პროცესზე საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატონ.

სასამართლო სხდომებზე დასწრებას, სადაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას აპირებს მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ასევე ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ორივე პოლიტიკური ლიდერი ორივე ციხეშია.
საკონსტიტუციო სასამართლო 21-22-23 ოქტომბერს განიხილავს „ოცნების“ სარჩელს 5 ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის და აკრძალვის მოთხოვნით, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომლის ლიდერებიც არიან მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.
სამართლიანი იქნება, თუ ციხეში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს საკუთარი პარტიის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ? – შეკითხვა საიას იურისტს, კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძეს დავუსვით.
„პირდაპირ ამკრძალავი დებულება არ არსებობს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 27 3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, თუ ადამიანი პატიმარია, სავალდებულოა მას წარმომადგენელი ჰყავდეს საკონსტიტუციოში. სხვა დროს ეს [წარმომადგენლის ყოლა] სავალდებულო არ არის.
ჩემი მარწმუნებელი პატიმრებისათვის უარი უთქვამთ ეტაპირებაზე: წარმომადგენელი გყავს და შენი მონაწილეობა არ არის აუცილებელიო.
ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ჩემ საქმეებზე კანონია სადავო და არა ფაქტები. პარტიების აკრძალვის საქმეზე სადავო ფაქტებია, რაც იცის მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ, თუ ფაქტების სწორად დადგენა აინტერესებთ, განსაკუთრებით ისეთის, რაც აგვისტოს ომს ეხება, უარი არ უნდა უთხრან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი გოცირიძემ.
ორი დღის წინ, 17 ოქტომბერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკგვერდზე ეს დაწერა:
„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში.
თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას,“ – ეწერა სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასწრება მოითხოვა ლევან ხაბეიშვილმა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია.
მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას, სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
—————————————————————-
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.
მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით ეჭვქვეშ დააყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას.
„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.
ამ თვალსაზრისით არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.
ციტატები სტატიიდან
„პირდაპირ ამკრძალავი დებულება არ არსებობს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 27 3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, თუ ადამიანი პატიმარია, სავალდებულოა მას წარმომადგენელი ჰყავდეს საკონსტიტუციოში. სხვა დროს ეს [წარმომადგენლის ყოლა] სავალდებულო არ არის. ჩემი მარწმუნებელი პატიმრებისათვის უარი უთქვამთ ეტაპირებაზე: წარმომადგენელი გყავს და შენი მონაწილეობა არ არის აუცილებელიო. ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ჩემ საქმეებზე კანონია სადავო და არა ფაქტები. პარტიების აკრძალვის საქმეზე სადავო ფაქტებია, რაც იცის მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ, თუ ფაქტების სწორად დადგენა აინტერესებთ, განსაკუთრებით ისეთის, რაც აგვისტოს ომს ეხება, უარი არ უნდა უთხრან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობაზე,“
„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში. თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას,“
„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს. ამ თვალსაზრისით არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.