ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პროკურატურასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე განაცხადა, რომ მათზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. სტატია მიმოიხილავს მის სამოსამართლო კარიერას, პროკურატურაში დაკითხვებს, ნეპოტიზმის ბრალდებებსა და კავშირს ლევან მურუსიძესთან.

ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე
ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარენეტგაზეთი

„ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ მოგვაქცევს ვერასოდეს… მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ“, – თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე.

მანამდე „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და „მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული“.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რევაზ ნადარაიას გზას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობამდე.

ბიოგრაფია

რევაზ ნადარაიას სამოსამართლეო კარიერა 2009 წლიდან იწყება, როდესაც ის ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინებით ფოთის საქალაქო სასამართლოში ახორციელებდა.

2012 წელს დაწინაურდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. სწორედ ფოთის სასამართლოში საქმიანობას უკავშირდება შემთხვევა, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა:

2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის გასამართლებაზე რევაზ ნადარაია მართლაც ორჯერ დაიბარეს პროკურატურაში 2013 წელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მაშინ წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ ის მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ამნისტირებული გაათავისუფლა.

რევაზ ნადარაიას მაშინ გამოექომაგა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელმაც ფოთის პროკურატურის ქმედება კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

„ბუნებრივია პროკურატურა ვალდებულია გამოიძიოს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ამავდროულად პროკურატურას არ აქვს უფლება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით კითხვები დაუსვას მოსამართლეს ან თუნდაც შეაფასოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რასაც როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები არ უნდა გახდეს სასამართლო ხელისუფლებაში უხეში ჩარევის საფუძველი. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა შეწყვიტოს საქმე, იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსამართლეს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კონკრეტული დანაშაული“, — წერდა TI-საქართველო.

ნადარაიას მიმართ საქმის წარმოება აღარ გაგრძელებულა და მოსამართლემ მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლას მიაღწია.

სხვადასხვა წლებში მას მოსამართლის თანამდებობა ეკავა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს წევრი.

2021 წელს უვადოდ იქნა არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, 2025 წლის აპრილში კი საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნეს. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, — როგორც ამბობს, თავისი სურვილით — ვადამდე შეიჩერა უფლებამოსილება. მალევე დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით და 5 წლის ვადით, საკონსტიტუციო სასამართლომ რევაზ ნადარაია თავმჯდომარედ აირჩია.

ბრალდებები ნეპოტიზმზე

ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობის შემთხვევების კვლევისას საუბრობდა რევაზ ნადარაიას შესახებაც.

„სასამართლოს გუშაგის“ თანახმად:

„რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის, კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია (სოფელი დიდი ჭყონი), მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომლის წევრიც ნადარაიაც არის) გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა.

კობა ჩაგუნავას დაც, სოფიკო ჩაგუნავა სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია 2015 წლიდან. იქამდე მას მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასოდეს უმუშავია“.

ჯანეზაშვილის პასუხად რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ჭყონში ჩაგუნავას შესახებ არაფერი იცოდა, ფოთში საკადრო პრობლემებისას მან გაიარა გასაუბრება და „კარგად წარმოაჩინა თავი“. ნადარაიამ ასევე უარყო კავშირი ჩაგუნავას თბილისში გამოსვლასთან.

ნადარაია „კლანისა“ და ლევან მურუსიძის შესახებ

„გაფრთხილებთ, რომ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „კლანი“ და შეურაცხმყოფელი ეპითეტები, სასამართლო არ მიიღებს. გაფრთხილების შემდეგ, მომიწევს, დაგატოვებინოთ დარბაზი!“ — გააფრთხილა პოლიტიკოსები რევაზ ნადარაიამ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გავლენიან ჯგუფს (ე.წ. კლანი) მიაკუთვნებენ. თავად ეს მოსამართლეები უარყოფენ გავლენას სასამართლო სისტემაში.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ევროკავშირის 9 პირობიდან ერთ-ერთი – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასება, ე.წ. ვეტინგი ეხებოდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს, მათ შორის, რევაზ ნადარაიას.

„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა. ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წელს.

ის იცავდა მურუსიძის გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე.

თავად ლევან მურუსიძემ 2017 წელს მხარი დაუჭირა რევაზ ნადარაიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევას.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ მოგვაქცევს ვერასოდეს… მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ“
რევაზ ნადარაია
„მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული“
ზურაბ ჯაფარიძე
„გაფრთხილებთ, რომ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „კლანი“ და შეურაცხმყოფელი ეპითეტები, სასამართლო არ მიიღებს. გაფრთხილების შემდეგ, მომიწევს, დაგატოვებინოთ დარბაზი!“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ჯაფარიძე - რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული - წარმოუდგენელია, რომ ამ კაცმა აგვკრძალოს, უმალ, მანტიას შემოიხევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები