ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ლელო“ ითხოვს, ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველონაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისგახარია საქართველოსთვის

„ლელო-ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველისგან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სამართლებრივი პოზიციის წარმოდგენას ითხოვს. პარტიის განცხადებით, ხელისუფლების ინიციატივა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმაა.

„ლელო“ ითხოვს, ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს
„ლელო“ ითხოვს, ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოსნეტგაზეთი

„ლელო-ძლიერი საქართველო“ ითხოვს, რომ პარტიების აკრძალვის საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთოს. პარტიის შეფასებით, ეს არის ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური არჩევანის წართმევას პროცესი და მოქალაქეები ომბუდსმენმა უნდა დაიცვას.

„პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის. ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე.

მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი“, – თქვა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე.

პარტია ელის, რომ ომბუდსმენი მისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც აფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.

________________________________________________

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

უნდა დაესწრონ თუ არა პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებს?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებენ.

„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.

ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის. ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი“
გიორგი სიორიძე
„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს. ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“
სანდრო ბარამიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ლელო-ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები