პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილება ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიას დაასრულებს, რადგან სარჩელი ვერცერთ კონსტიტუციურ პირობასა და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია
ფორმულა

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია.

"ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს.

არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.

სარჩელში აღწერილი მოვლენები არ ადასტურებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალულ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან შესაბამის საქმიანობას ეწევიან.

მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ ვერც ცალკეული პირების ქმედებების პარტიებისთვის შერაცხვის შესაძლებლობას და ვერც ამ ქმედებებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვის საფუძვლებს შორის აუცილებელ კავშირს", - ნათქვამია შეფასებაში.

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელოს", "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
TI-საქართველო ხსნის, რატომაა უსაფუძვლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში მოყვანილი არგუმენტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები