30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.
წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:
• სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
• PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა.
გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში.
შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია
სარეკლამო მასალა. დამკვეთი: საქართველოს ბანკი. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.