ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა

ტვ პირველიქართული ოცნება

საქართველოს საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ტელევიზიები შინაგანაწესს არღვევდნენ, რასაც ნოდარ მელაძე გამოეხმაურა და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის წარდგენა მოითხოვა.

საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა
საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცანეტგაზეთი

საქართველოს საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აკრედიტაციას არ მისცა.

ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მისი განმარტებით, ამ ორ ტელევიზიას აკრედიტაცია არ ექნება, რადგან „მუდმივად არღვევდნენ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“.

მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ მელაძე, რომელმაც დაწერა, რომ ანდრია ჯაღმაიძე ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედავად, ამ დრომდე (20:00 საათი) არ აწვდით ბრძანებას, რომლის თანახმადაც ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.

„ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, – წერს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის განცხადებით, აინტერესებთ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება.

„მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.

არ არსებობს იურიდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“ საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ. საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ – წერს მელაძე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუდმივად არღვევდნენ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“
„ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“
ნოდარ მელაძე
„მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ. არ არსებობს იურიდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“ საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ. საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?