„სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში თავის ნებაზე გადაადგილდება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და როდესაც მას საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში გზას უღობავენ, ბანდიტებს უწოდებს სასულიერო პირებს“, - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის ქცევის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა საპატრიარქო რეზიდენციასთან სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა. მისი თქმით, შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის გამო, „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აკრედიტაცია არ მიეცათ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2022 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის ქცევის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
„ეს კი 2022 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაზეა გადაღებული. მიუხედავად მითითებებისა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში თავის ნებაზე გადაადგილდება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და როდესაც მას საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში გზას უღობავენ, ბანდიტებს უწოდებს სასულიერო პირებს“, - წერს დეკანოზი.
ანდრია ჯაღმაიძემ მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვალ, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ ჟურნალისტებს.
დეკანოზის განმარტებით, „აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას“.
ციტატები სტატიიდან
„ეს კი 2022 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაზეა გადაღებული. მიუხედავად მითითებებისა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში თავის ნებაზე გადაადგილდება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და როდესაც მას საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში გზას უღობავენ, ბანდიტებს უწოდებს სასულიერო პირებს“
„აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.