საპატრიარქომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მცხეთობის დღესასწაულზე აკრედიტაცია გაუუქმა
საპატრიარქომ მცხეთობის დღესასწაულზე ტელეკომპანიებს „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ აკრედიტაცია გაუუქმა, მიზეზად კი ჟურნალისტების მიერ შინაგანაწესის მუდმივი დარღვევა და გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვება დაასახელა.

მცხეთობის დღესასწაულზე „ფორმულას“ აკრედიტაცია არ ექნება — ამის შესახებ ტელევიზიას საპატრიარქოდან ,,აცნობეს".
შეზღუდვა შეეხო „ტვ პირველსაც“. ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის გაუქმების მიზეზად საპატრიარქო ჟურნალისტების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევას ასახელებს:
ფორმულას“ და „ტვ პირველს“ არ ექნებათ ხვალ აკრედიტაცია, რადგან ამ ტელევიზიების ჟურნალისტები მუდმივად არღვევდნენ შიდა განაწესს — მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.