ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მცხეთობაზე საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციას არ აძლევს

საპატრიარქოტვ პირველიქართული ოცნება

საპატრიარქომ სვეტიცხოვლობის გასაშუქებლად „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა; ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, მიზეზი შიდა განაწესის დარღვევაა, რასაც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე უპრეცედენტო შეზღუდვად აფასებს.

მცხეთობაზე საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციას არ აძლევს
მცხეთობაზე საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციას არ აძლევსრადიო თავისუფლება

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია არ ექნებათ, რადგან ისინი „არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუდმივად არღვევდნენ შიდა განაწესს“.

„ისინი თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“, აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

„დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“, თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს“, - დაწერა მელაძემ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 13 ოქტომბრის 19:00 საათის მდგომარეობით, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ შესაბამისი ბრძანება გამოცემული არ ყოფილა.

„ასეთი რამ არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, - დაწერა მელაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმოწერისას ანდრია ჯაღმაიძემ აკრედიტაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

2021 წლის 8 მარტს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების გაშუქებისას რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი მეორე სართულის აივნიდან გადავარდნენ, როდესაც მოაჯირი ჩაინგრა.

„საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან, რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ - იკითხა მელაძემ.

სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოველში

საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

შეხვედრა კობახიძესთან

13 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე შეხვდა საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობენ. შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ც ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი“, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუდმივად არღვევდნენ შიდა განაწესს“
„ისინი თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“
„დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“, თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს“
„ასეთი რამ არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“
„საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან, რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?