დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მიკერძოებული განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ორგანიზაცია გადაქცეულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ“
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ გადაიქცა. საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის გამო შეეზღუდათ.