ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს” – ნოდარ მელაძე

ტვ პირველისაპატრიარქო

ნოდარ მელაძის განცხადებით, საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია გაუუქმა, თუმცა გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველსა და წერილობით ბრძანებას მედიას არ აწვდის.

,, ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს” – ნოდარ მელაძე
,, ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს” – ნოდარ მელაძეალია

ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ჟურნალისტებისთბის აკრედიტაციის გაუქმებაზე:

,,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამ დრომდე, ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედვად, არ გვაწვდის ბრძანებას, რომლის თანახმადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი და Formula • ფორმულა ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.

დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, “თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა” თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს.

ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო.

საპატრიარქოს ვთხოვეთ ბრძანება აკრედიტაციის გაუქმებაზე და ნორმა რას ეყრდნობა ეს ბრძანება, რაც არ მოგვაწოდა, როგორც გაირკვა ასეთი ბრძანება ამ დროისთვის (13 ოქტომბერი, 19:00 ) არც არსებობს.

რადგან ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია კანონით , ხოლო შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, გვაინტერესებს რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება.

მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.

არ არსებობს იურდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო ტელეკომპანია პირველმა საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ.

საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“
სოსო ტყებუჩავა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?