რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა და მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით გოგონა აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადავარდა. მოზარდი ფეხის მოტეხილობით კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.