პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-მა თბილისის საპილოტე საბავშვო ბაღში მედიაწიგნიერების დანერგვა დაიწყო

ComCom - კომუნიკაციების კომისიაგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომუნიკაციების კომისიამ თბილისის №142 საბავშვო ბაღს მედიაწიგნიერების დანერგვისთვის გზამკვლევი გადასცა. საპილოტე პროექტით კომისია რესურსის ეტაპობრივ დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

ComCom-მა თბილისის საპილოტე საბავშვო ბაღში მედიაწიგნიერების დანერგვა დაიწყო
იმედინიუსი

კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, №142 საპილოტე საბავშვო ბაღს, მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ გადასცა. ინფორმაციას კომკომის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საპილოტე დაწესებულებებს შორის, სადაც მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში ინტეგრირება მოხდება.

შეხვედრას აღმზრდელები, აღსაზრდელები და მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში გზამკვლევის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მედიის გაგებასა და შეფასებას, მედიის შექმნასა და მედიაგარემოში ნავიგაციას. რესურსი ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული და აღმზრდელებს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების მეთოდებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში დანერგვის მიზნით გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მოარგო. ComCom-ი აღნიშნული რესურსის ეტაპობრივ დანერგვას საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, №142 საპილოტე საბავშვო ბაღს, მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ გადასცა. აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საპილოტე დაწესებულებებს შორის, სადაც მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში ინტეგრირება მოხდება.

შეხვედრას აღმზრდელები, აღსაზრდელები და მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში გზამკვლევის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მედიის გაგებასა და შეფასებას, მედიის შექმნასა და მედიაგარემოში ნავიგაციას. რესურსი ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული და აღმზრდელებს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების მეთოდებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში დანერგვის მიზნით გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მოარგო. ComCom-ი აღნიშნული რესურსის ეტაპობრივ დანერგვას საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ComCom-მა ITU-სთან თანამშრომლობით ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები