რუსთავში მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. ის კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდება.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. 12 წლის გოგო კლინიკაში შეყვანის დროს გონზე და კონტაქტური იყო.
სააგენტო წერს, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.