ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნების“ კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას უზღუდავს, კონსტიტუციურ წესრიგს იცავს კი არა, მის ფუნდამენტურ შელახვას უქადის და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზე
აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი

ვენეციის კომისიის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ გასულ წელს მიღებული კანონი, რომლითაც კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობას აუკრძალავს, კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, ქმნის რისკს, რომ იგი ფუნდამენტურად შეილახოს.

ამის შესახებ ვენეციის კომისიის დაკსვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 13 ოქტომბერს, გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს და აფართოებს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს როგორც თავად პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე ამგვარ პარტიებთან „დაკავშირებული“ ინდივიდებისთვის.

„ისინი აწესებენ შორსმიმავალ და მკაცრ შეზღუდვებს ასეთი პირებისათვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით, მათ შორის: პოლიტიკური პარტიების შექმნის, მათში გაწევრიანებისა თუ ხელმძღვანელობის, არჩევნებში კენჭისყრის, საარჩევნო მანდატების შენარჩუნების, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართვის კუთხით. პარალელურად, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმების სახით იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც არღვევენ ან ხელს უშლიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ამ სფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის ისეთი პარტიის წევრების წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი სანქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ სისტემას, შესაძლოა გამართლებული იყოს ძალზე შეზღუდულ გარემოებებში (კერძად, დემოკრატიის თავდაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკაცრი ლეგიტიმური მიზნებისა და პროპორციულობის მოთხოვნების გათვალისწინებით), ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ 2025 წლის ოქტომბრის პაკეტი უპასუხებდა მსგავს აუცილებლობას“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიის შეფასებით, აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებულ“ პირებზე დაწესებული შეზღუდვები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მარეგულირებელ ბაზას აკლია სამართლებრივი სიცხადე და განჭვრეტადობა, რადგან საკვანძო განმსაზღვრელი ცნებები, როგორიცაა აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებული“ პირების ცნება, ზედმეტად ფართოდ და ბუნდოვანადაა ფორმულირებული. კომისიის შეფასებით, ეს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს.

„იგი მძიმე შედეგებს აკისრებს ინდივიდთა გაერთიანებისა და საარჩევნო უფლებებს, რომლებიც ამოქმედდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლით, ისე, რომ არ უზრუნველყოფს პერსონალური ქცევის, პასუხისმგებლობის ან განზრახვის რეალურ, ინდივიდუალიზებულ შეფასებას, რითაც აჩენს „კოლექტიური პასუხისმგებლობისა“ (გაერთიანებით გამოწვეული ბრალეულობის) ნიშნებს.

ერთობლივი შეზღუდვების სიმკაცრე და არაპროპორციულობაც დამატებით ნაკლოვანებას წარმოადგენს, ვინაიდან პოლიტიკური პარტიებიდან, საარჩევნო პროცესში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთობლივი ჩამოშორება აზიანებს პოლიტიკური უფლებების არსს ნათელი დროებითი შეზღუდვების და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების გარეშე.

და ბოლოს, ეს ზომები ქმნის საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რისკს, რადგან კანდიდატების მოხსნა ან მანდატების შეწყვეტა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხორციელდება დაჩქარებული პროცედურებით საარჩევნო პერიოდში, შესაძლოა ამახინჯებდეს საარჩევნო კონკურენციასა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შესასწავლი კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად „კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ძალადობრივი საკონსტიტუციო ცვლილებისგან, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის შექმნილი საფრთხეებისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისა და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური თუ სოციალური სიძულვილის გამოვლენისგან“.

„ის უფრო მეტად აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებაზე. კერძოდ, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხედველობაში მიიღება საკანონმდებლო ბაზის, როგორც მთლიანის, ერთობლივი და სისტემური ზემოქმედება, მათ შორის ბოლო პერიოდის ის ცვლილებები, რომლებმაც გააფართოვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლები და რვა წლით აუკრძალა პოლიტიკურ პარტიაში ან „დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაში“ გაწევრიანება „უცხოური აგენტის“ სტატუსის მქონე პირისთვის.

შესაბამისად, კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა ქმნის რისკს, რომ იგი ფუნდამენტურად შეილახოს. იგი ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა მასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადებისას, თუმცა დიალოგისთვის ღია რჩება.

ვენეციის კომისია აცხადევს, რომ კვლავაც მზად არის, უზრუნველყო საპარლამენტო ასამბლეის შემდგომი დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიამ დღეს კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“ კანონზე, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.

2025 წლის 16 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.

„ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობას აუკრძალავს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისინი აწესებენ შორსმიმავალ და მკაცრ შეზღუდვებს ასეთი პირებისათვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით, მათ შორის: პოლიტიკური პარტიების შექმნის, მათში გაწევრიანებისა თუ ხელმძღვანელობის, არჩევნებში კენჭისყრის, საარჩევნო მანდატების შენარჩუნების, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართვის კუთხით. პარალელურად, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმების სახით იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც არღვევენ ან ხელს უშლიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის ისეთი პარტიის წევრების წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი სანქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ სისტემას, შესაძლოა გამართლებული იყოს ძალზე შეზღუდულ გარემოებებში (კერძად, დემოკრატიის თავდაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკაცრი ლეგიტიმური მიზნებისა და პროპორციულობის მოთხოვნების გათვალისწინებით), ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ 2025 წლის ოქტომბრის პაკეტი უპასუხებდა მსგავს აუცილებლობას“
„იგი მძიმე შედეგებს აკისრებს ინდივიდთა გაერთიანებისა და საარჩევნო უფლებებს, რომლებიც ამოქმედდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლით, ისე, რომ არ უზრუნველყოფს პერსონალური ქცევის, პასუხისმგებლობის ან განზრახვის რეალურ, ინდივიდუალიზებულ შეფასებას, რითაც აჩენს „კოლექტიური პასუხისმგებლობისა“ (გაერთიანებით გამოწვეული ბრალეულობის) ნიშნებს. ერთობლივი შეზღუდვების სიმკაცრე და არაპროპორციულობაც დამატებით ნაკლოვანებას წარმოადგენს, ვინაიდან პოლიტიკური პარტიებიდან, საარჩევნო პროცესში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთობლივი ჩამოშორება აზიანებს პოლიტიკური უფლებების არსს ნათელი დროებითი შეზღუდვების და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების გარეშე. და ბოლოს, ეს ზომები ქმნის საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რისკს, რადგან კანდიდატების მოხსნა ან მანდატების შეწყვეტა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხორციელდება დაჩქარებული პროცედურებით საარჩევნო პერიოდში, შესაძლოა ამახინჯებდეს საარჩევნო კონკურენციასა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას“
„ის უფრო მეტად აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებაზე. კერძოდ, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხედველობაში მიიღება საკანონმდებლო ბაზის, როგორც მთლიანის, ერთობლივი და სისტემური ზემოქმედება, მათ შორის ბოლო პერიოდის ის ცვლილებები, რომლებმაც გააფართოვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლები და რვა წლით აუკრძალა პოლიტიკურ პარტიაში ან „დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაში“ გაწევრიანება „უცხოური აგენტის“ სტატუსის მქონე პირისთვის. შესაბამისად, კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა ქმნის რისკს, რომ იგი ფუნდამენტურად შეილახოს. იგი ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?