ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრანტების კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს – ვენეციის კომისიის დასკვნა

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „გრანტების შესახებ“ კანონი პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. კომისია აცხადებს, რომ ცვლილებები აძლიერებს მთავრობის კონტროლს და სამოქალაქო აქტივობას გაუმართლებელი რისკის ქვეშ აყენებს.

გრანტების კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს – ვენეციის კომისიის დასკვნა
გრანტების კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს – ვენეციის კომისიის დასკვნანეტგაზეთი

ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონმდებლობა პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ვენეციის კომისიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონ ელვირა კოვაჩის თხოვნით შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

მანამდე, 2025 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნიდა კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს, და რეკომენდაციას უწევდა შემზღუდველი საკანონმდებლო აქტების გაუქმებას არსებული სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებასთან ერთად. კომისიამ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავებულიყო სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.

ვენეციის კომისიის დასკვნით, 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდველ სამართლებრივ ბაზას.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ წინა დასკვნებში გამოთქმული შეშფოთებების გათვალისწინების ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ მთავრობის კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების არეალს და ამყარებენ საკანონმდებლო ბაზას ფართო საზედამხედველო უფლებამოსილებებითა და სისხლისსამართლებრივი სანქციებით.

„მთავრობის მხრიდან წინასწარი კონტროლის, ფართო საზედამხედველო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის პერსპექტივის წინაშე მყოფი პირები და ორგანიზაციები შესაძლოა, გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცულ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან. ამგვარად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, აგრეთვე პოლიტიკურ მონაწილეობაში უფლების განხორციელება, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც მთავარია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებული რისკები ასატანად გადამეტებული ხდება“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ფორმით, ინდივიდებზე დაწესებული შეზღუდვები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კომისია მკაცრ რეკომენდაციას უწევს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების გადახედვას „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებათა დარღვევების, აგრეთვე ისეთი ქმედებების ფარგლებში, რომლებიც მოიცავს „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხების“ ფართო კონცეფციას, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობას ან ისეთ ტრანზაქციებს, რომლებიც ხასიათდება, როგორც გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული.

„ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს წმინდად ადმინისტრაციული საშუალებებით, რომლებსაც თან ახლავს მყარი პროცედურული გარანტიები. მიუხედავად ამისა, თუკი ხელისუფლება მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი სანქციების შემცველი მიდგომის შენარჩუნების შესახებ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მინიმუმ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ სიტუაციებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, ხოლო როგორც ასეთი სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე გამოსაყენებელი სანქციები, ზუსტად იყოს განსაზღვრული“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიის შეფასებით, მარეგულირებელ ბაზას აკლია სამართლებრივი სიცხადე და პროგნოზირებადობა.

„ისეთი ძირითადი ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“, ზედმეტად ფართოდ და ბუნდოვნადაა ფორმულირებული, რაც იწვევს გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას. ეს ცნებები საჭიროებს დაზუსტებას და მკაცრად განსაზღვრას“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესმა უნდა მიიღოს შესაბამისად ინკლუზიური მიდგომა მისი ლეგიტიმურობისა და ფართო მისაღებობის უზრუნველყოფის მიზნით.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედებითი კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა წარიმართოს ღრმა განხილვის თანხლებით, სადაც დაჩქარებული პროცედურები გამონაკლისი იქნება და ყველა შესაბამის აქტორს თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას მისცემს.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ შესასწავლი კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვასა და განმტკიცებას უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან.

„ის უფრო მეტად აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე. კერძოდ, ეხება რა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხედველობაში მიიღება 2026 წლის 4 მარტის კანონმდებლობის ერთობლივი და სისტემური ზემოქმედება მთელ ამ პროცესზე, მათ შორის, ვენეციის კომისიის იმ დასკვნაში შეფასებული ბოლო ცვლილებები, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონსა და მასთან დაკავშირებულ კანონებში 2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებებს.

ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგის და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა ქმნის რისკს, რომ ისინი ფუნდამენტურად შეილახოს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა მასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადებისას, თუმცა დიალოგისთვის ღია რჩება.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კვლავაც მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომი დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისია არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო-სამართლებრივი მრჩეველი ორგანო. ევროპის საბჭოს წევრია საქართველო.

„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებების მიხედვით გაფართოვდა გრანტის ცნება. კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავრობის მხრიდან წინასწარი კონტროლის, ფართო საზედამხედველო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის პერსპექტივის წინაშე მყოფი პირები და ორგანიზაციები შესაძლოა, გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცულ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან. ამგვარად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, აგრეთვე პოლიტიკურ მონაწილეობაში უფლების განხორციელება, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც მთავარია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებული რისკები ასატანად გადამეტებული ხდება“
„ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს წმინდად ადმინისტრაციული საშუალებებით, რომლებსაც თან ახლავს მყარი პროცედურული გარანტიები. მიუხედავად ამისა, თუკი ხელისუფლება მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი სანქციების შემცველი მიდგომის შენარჩუნების შესახებ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მინიმუმ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ სიტუაციებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, ხოლო როგორც ასეთი სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე გამოსაყენებელი სანქციები, ზუსტად იყოს განსაზღვრული“
„ისეთი ძირითადი ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“, ზედმეტად ფართოდ და ბუნდოვნადაა ფორმულირებული, რაც იწვევს გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას. ეს ცნებები საჭიროებს დაზუსტებას და მკაცრად განსაზღვრას“
„ის უფრო მეტად აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე. კერძოდ, ეხება რა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხედველობაში მიიღება 2026 წლის 4 მარტის კანონმდებლობის ერთობლივი და სისტემური ზემოქმედება მთელ ამ პროცესზე, მათ შორის, ვენეციის კომისიის იმ დასკვნაში შეფასებული ბოლო ცვლილებები, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონსა და მასთან დაკავშირებულ კანონებში 2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებებს. ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგის და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა ქმნის რისკს, რომ ისინი ფუნდამენტურად შეილახოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?