პაატა მანჯგალაძის ადვოკატი - ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი - ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს
პაატა მანჯგალაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ადამიანის თავისუფლება პერსონალური საკითხია და პაატა მანჯგალაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე ჰქონდა კომუნიკაცია. თავად მანჯგალაძემ გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ იგი სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს და არ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამავე დროს, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული სხვა პირები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს.
რადგან ეს პროცესი დაძრულია და ამ პროცესის ფარგლებში ვნახეთ არაერთი გათავისუფლებული პირი, მათ შორის დღევანდელ პროცესზეც მოვისმინეთ, რომ რამდენიმე პირმა, ვისაც იდენტური ბრალდებები აქვს, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი მტკიცებულებები და მასალები, მიმართა პროკურატურას, ამაზე საუბარი გვქონდა.
თუმცა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც მედიაში გავრცელდა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ინფორმაციისთვის, პაატა მანჯგალაძე ბოლოს გავრცელებულ წერილში წერს, რომ ის სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს.
„ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე",- დაწერა პაატა მანჯგალაძემ გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.
ციტატები სტატიიდან
„ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე“
„ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს. რადგან ეს პროცესი დაძრულია და ამ პროცესის ფარგლებში ვნახეთ არაერთი გათავისუფლებული პირი, მათ შორის დღევანდელ პროცესზეც მოვისმინეთ, რომ რამდენიმე პირმა, ვისაც იდენტური ბრალდებები აქვს, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი მტკიცებულებები და მასალები, მიმართა პროკურატურას, ამაზე საუბარი გვქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც მედიაში გავრცელდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.