პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის ბიუჯეტიდან გასაცემი 2000 ლარამდე დახმარება დაყადაღებას აღარ დაექვემდებარება.

პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა.

ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხელშეუხებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება
  2. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება
  3. ბათუმელებიოპოზიციურიდეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: „არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები