ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ბიუჯეტიდან გასაცემი დახმარება (არაუმეტეს 2000 ლარისა) სააღსრულებო წარმოებისას ყადაღას აღარ დაექვემდებარება.

ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება
ორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარებაფორმულა

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება.

"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

ცვლილების მიხედვით, ყა­და­ღას არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და შე­დე­გად აღ­სას­რუ­ლებ­ლად არ მი­ექ­ცე­ვა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის და ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ჯა­მუ­რად - არა­უ­მე­ტეს 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ვა­ლე ორ­სუ­ლის/მშობ­ლის მი­მართ სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩა­რი­ცხუ­ლი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის თან­ხა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?