ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება
დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის ინიციატივით, ახალშობილის შვილად აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება მშობლის ფინანსური ვალდებულებების გამო არ უნდა დაყადაღდეს. კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხი კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე მოსმენით განიხილებოდა, კანონპროექტში კონკრეტული მუხლის დაზუსტების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ ახალშობილის შვილად აყვანის დახმარება არცერთ შემთხვევაში არ გაუქმდება.
„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა, რომ იზიარებს მის შენიშვნას და ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.
„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
- რუსთავი 2ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
- POSTVზურაბ ქადაგიძე: „არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას“
ციტატები სტატიიდან
„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება“
„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…