პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება

საქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობა

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება (არაუმეტეს 2000 ლარისა) სააღსრულებო წარმოებისას ყადაღას აღარ დაექვემდებარება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება
პირველი არხი

საქართველოს პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას ხელშეუხებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება
  2. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
  3. ბათუმელებიოპოზიციურიდეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები