პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება. აქამდე დავალიანების გამო ანგარიშების დაყადაღებისას მშობელი მაქსიმუმ 2000-ლარიანი სახელმწიფო დახმარების აღებასაც ვერ ახერხებდა.

დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი
ბათუმელები

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება.

კანონპროექტი, რომელიც „ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, უკვე მიიღეს პირველი მოსმენით.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევა სააღსრულებო წარმოებათ შესახებ კანონში. კერძოდ, 45-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქონების ტიპებს, რომელთა დაყადაღება არ შეიძლება, დაემატება შემდეგი შინაარსის პუქნტი:

„[ყადაღას არ ექვემდებარება] ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით“.

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა თანხა მაქსიმუმ 2000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ვალის გამო მშობელს საბანკო ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდა, აქამდე ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხასაც ვერ აიღებდა. თუმცა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ აღნიშნულ თანხას სააღსრულებო ბიურო ვეღარ შეეხება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიორსულობის შვებულების ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება
  2. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება
  3. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები