პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება დაყადაღებას აღარ დაექვემდებარება. დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის ინიციატივით, ეს შეღავათი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევებზეც გავრცელდება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად: ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაითვალისწინა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრის, ზურაბ ქადაგიძის წინადადება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევების ჩამონათვალს, რომლის დროსაც დეკრეტული შვებულება დაყადაღებას არ ექვემდებარება, ემატება ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
  2. იმედინიუსისამთავრობოზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება
  3. POSTVსამთავრობოზურაბ ქადაგიძე: „არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები