ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკეში, ვლადიმერ გაბაშვილის ქუჩაზე ვერეს ხეობასთან მდებარე საცხოვრებელი კორპუსების დასაცავად ფერდის გამაგრება მიმდინარეობს, სადაც ძველი კედლის ნაცვლად რკინაბეტონის კონსტრუქცია და სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ვაკის რაიონში, ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვერეს ხეობასთან ახლომდებარე ამ ორი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გახდა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ფერდის გამაგრება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და გეოლოგიური რისკების მართვა მოხდეს. პირველ ეტაპზე, ფერდზე არსებული ძველი და დაზიანებული კედლის დემონტაჟი ხორციელდება. მის ნაცვლად აშენდება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა დამცავი ბადე. ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის აცილებას და ხელს შეუწყობს ფერდის სტაბილურობის შენარჩუნებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და გეოლოგიური რისკების მართვა მოხდეს. პირველ ეტაპზე, ფერდზე არსებული ძველი და დაზიანებული კედლის დემონტაჟი ხორციელდება. მის ნაცვლად აშენდება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა დამცავი ბადე. ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის აცილებას და ხელს შეუწყობს ფერდის სტაბილურობის შენარჩუნებას“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?