პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქოშიგორას დასახლებაში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო

ქოშიგორას დასახლებაში მეწყერსაშიში მონაკვეთისა და გზის უსაფრთხოებისთვის ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პროექტი სანიაღვრე ქსელისა და ასფალტის მოწყობასაც მოიცავს და ორ თვეში დასრულდება.

ქოშიგორას დასახლებაში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო
იმედინიუსი

საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებაში, დიღმის ქედის N27-ის მიმდებარედ მეწყერსაშიში მონაკვეთისა და გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფერდის გამაგრება ხიმინჯებითა და ანკერების საშუალებით განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტით ფერდის გამაგრების გარდა, სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, აღდგება დაზიანებული გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მონაკვეთი იქნება უსაფრთხო. ასევე, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდება. დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები